ალეკო ელისაშვილი - ყველას პრობლემაა, რომ მეხუთე რაუნდი ჰაერშია გამოკიდებული - ეს არის დანაშაული ორივე მხრიდან

ყველას პრობლემაა - "ქართული ოცნებისაც", ოპოზიციისაც, რომ ეს მეხუთე რაუნდი არის ჰაერში გამოკიდებული - ეს არის ყველას დანაშაული ორივე მხრიდან,- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" არც საარჩევნო რეფორმაზე იყო თავდაპირველად თანახმა, თუმცა, ახლა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმევა. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი და მიესალმება, თუკი ოპოზიცია მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნებზე დაითანხმებს.

"მოლაპარაკებები და შეთანხმება არის უალტერნატივო, ამ ვითარებაში სუფთა ჰაერივით საჭიროა მოლაპარაკება განახლდეს, დიალოგი აღდგეს, შეთანხმება შედგეს და ამის შემდეგ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და პოლიტიკური ცხოვრება იყოს დინამიური პარლამენტში და არა ქუჩაში. თქვენ ხედავთ, რომ 5- დან 4 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, საარჩევნო რეფორმაზე უბრალოდ შეთანხმება კი არ არის, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და დღე-დღეზე ეს შეთანხმება კანონპროექტის სახეს მიიღებს. შესაბამისად, ჩვენ ორმა ოპოზიციონერმა რაღაც ნაწილი შევძელით, ახლა დანარჩენმა 54- მა გარეთ დარჩენილმა დეპუტატმა შეძლონ, რომ რიგგარშე არჩევნებზე დაითანხმონ "ქართული ოცნება". რატომაც არა? - ამას ჩვენ მივესალმებით და საერთოდ არ ვიქნებით ამის წინააღმდეგი, პირიქით", - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა