ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფომ პაციენტებისთვის ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა უზრუნველყო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სამედიცინო მომსახურეობებზე ფასების დადგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

მისი განცხადებით, სახელმწიფომ უზრუნველყო ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა პაციენტებისთვის, რომელთა მხრიდან თანაგადახდა 19 000 ლარიდან 750 ლარამდე შემცირდა.

„მინდა შევეხო სამედიცინო მომსახურებებზე ფასების დადგენის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლიდან სამინისტრომ დაიწყო ერთიანი სატარიფო პოლიტიკის გატარება. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. გარდა იმისა, რომ ახალი ტარიფებიდან გამომდინარე შემცირდა მოქალაქის ჯიბიდან დანახარჯები, სახელმწიფომ უზრუნველყო ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა პაციენტებისთვის. აღნიშნული მომსახურებით უკვე სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელთა მხრიდან თანაგადხა 19 000 ლარიდან 750 ლარამდე შემცირდა. ტარიფების დადგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება სხვა ნოზოლოგიების მიმართულებითაც და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით ინფორმაციას იმ მომსახურებების შესახებ, რომლებიც მათთვის ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მინდა ხაზგსამით აღვნიშნო, რომ ტარიფიკაციაზე მუშაობის პროცესში ჩვენ ვხელმძღვანელობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ დეტალზე, რომელიც ქმნის მომსახურების ღირებულებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა