მიხეილ ჩხენკელი - ვიხილავთ მიდგომას, რომ ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უნივერსიტეტებმა გაითვალისწინონ სკოლის საშუალო ნიშანი და რეკომენდაციები მასწავლებლებისგან

ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოცდები გადავიტანოთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

მისივე თქმით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ისეთი მიდგომაც, როდესაც რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება სხვა კომპონენტები, როგორიც არის: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და სხვა.

,,ეროვნული გამოცდების ფორმა რომელიც ახლა გვაქვს აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნებაზე ვიდრე ფაქტების დამახსოვრებაზე და შემოქმედებით მიდგომაზე - ფიქრზე, ვიდრე ფაქტების ცოდნაზე გამოცდების დროს. ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ამერიკაში ეს დიდიხანია აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელი დავნერგოთ“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო