გიგა ბოკერია - ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება, ეს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას

ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილის, დაპირისპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება, ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ვითარება, სადაც არჩევნები გამოხატავს მოქალაქეების ნებას, პოლიტპატიმრები ციხეში არ სხედან და პოლიტიკური დევნა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი აღარ არის.

,,ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი. ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისაგან მოვისმინეთ არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილისა და დაპირსპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად. ამ პერსონისგან ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვართ მზად ამ პირობებშიც კი დიალოგისთვის, ოღონდ არა პოლიტიკურ რეპრესიებთან შეგუების ხარჯზე ან ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის ხარჯზე. ამ მთავრობას, ამ კატასტროფული პერსონით მოუწევს ამასთან შეგუება, ან გადაჩეხვა საკუთარი თავის. ქვეყანას სჭირდება არჩევნები, სადაც არჩევნები გამოხატავს მოქალაქეების ნებას, პოლიტპატიმრები ციხეში არ სხედან და პოლიტიკური დევნა აღარ არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი. შეგუება იმასთან, რასაც ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი სთავაზობს შეუძლებელია. გამოსავალი არის მოლაპარაკებები, ვერ გაიტანენ ამ ამბავს და უნდა დაიწყონ ფიქრი ამ ვითარებიდან გამოსვლაზე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს