ეკატერინე ტიკარაძე - ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაწეულია, აქედან გამომდინარე გვაქვს გარკვეული მოლოდინები, რომ ეკონომიკური გახსნა მოხერხდება

ინფიცირების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად დაწეული, აქედან გამომდინარე გვაქვს გარკვეული მოლოდინები იმის, რომ მოხერხდება ეკონომიკური გახსნა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობას სჭირდება ერთი კვირიდან ათ დღემდე პერიოდი იმისთვის, რომ გახსნის შედეგად მიღებული შედეგები გაანალიზოს და ამის შემდეგ ისაუბრებენ იმაზე, თუ რომელი სექტორი იქნება შემდეგი.

"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდეს გაანალიზება იმ არსებული შედეგების, რომელიც გამოწვეულია თითოეული ქმედებით. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს გახსნები და თითოეულ გახსნას უნდა დავაკვირდეთ ორი კვირის ინტერვალით და ვიმოქმედოთ შესაბამისად", - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო