თამარ ტალიაშვილი - შრომის ბაზარზე დეფიციტია კონკრეტული პროფესიებისა და სპეციალისტების, ამიტომ მნიშვნელოვანია აქცენტი პროფესიული განათლების განვითარებაზე

შრომის ბაზარზე დეფიციტია კონკრეტული პროფესიებისა და სპეციალისტების, ამიტომ მნიშვნელოვანია აქცენტი პროფესიული განათლების განვითარებაზე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენდნენ.

„როდესაც გაიხსნა გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე კარები, ჩვენ დავინახეთ ათასობით ადამიანი ძალიან მყისიერად ჩაეწერა და მოისურვა დასაქმების ძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. საქართველოში დასაქმების მხრივ ვიცით, რომ დიდი გამოწვევებია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ მთელ რიგ პროფესიებზე დასაქმების შრომის ბაზარზე არის სიმწირე და დეფიციტი კონკრეტული პროფესიული მიმართულების მხრივ, ამიტომ მივესალმები თქვენს აქცენტს ამჯერად, პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

პარლამენტის წევრმა ასევე კითხვა დასვა სკოლების გახსნის საკითხთან დაკავშირებით.

„გასულ კვირას სასწავლო ოთახებში სწავლა დაიწყო და ერთმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჩენ ვაკვირდებოდით გახლდათ, ის რომ ძალიან ბევრმა ოჯახებმა გადაწყვიტეს დაბრუნება სასკოლო აუდიტორიებში და საკლასო ოთახებში სწავლების გაგრძელება, ეს მნიშვნელოვანია იმ მოცემულობაში, როდესაც ასევე შეთავაზებულია დისტანციური სწავლების ფორმატი. მე როგორც დედამ, შემიძლია ვთქვა, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, ის რომ რეალურ სივრცეში სწავლებას ვერ ანაცვლებს დისტანციური სწავლება, ეს აჩვენა ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციების კვლევამ, თუმცა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა - ანუ მოსახლეობის ნდობა, რომ მათი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოება იქნება გარანტირებული იმ მექანიზმებით რომელიც დანერგილია სკოლებში, აქედან გამომდინარე ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, დარწმუნებული ვარ, დიდ ქალაქებში თქვენი სამინისტრო აკვირდებოდა, დამატებით რა გამოწვევები არის, კიდევ რა უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი მოსწავლეებისათვის და პედაგოგების უსაფრთხოებისათვის, რა მექანიზმები უნდა დაინერგოს - რადგან პანდემია გლობალურად უკანდახევას ერთი-ორი თვე მინიმუმ არ აპირებს", - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილმა ასევე აღნიშნა სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი, რომელსაც კომიტეტი ამჟამად გადის.

„მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც გულისხმობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებების გაყოფას, მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ მიმართულებების გაძლიერების მართვას ამ რეფორმების შედეგად", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა