ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვზე ზრუნვა ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა ზრუნვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

“ბავშვზე ზრუნვა ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად არის მიმართული ბავშვთა უფლებების და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ამაზე მეტყველებს სულ ახლახანს ქობულეთის რაიონში მომხდარი ტრაგედია, რის გამოც მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა. მომხდარმა ფაქტმა ჩვენ მოგვცა ნიშანი, რომელიც სისტემის გაძლიერებაზე და ძალადობის წინააღმდეგ მულტისექტორული ჩართულობის აუცილებლობაზე მიგვითითებს", - განაცხადა ტიკარაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს