თეა ახვლედიანი - საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება

საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტად დარჩება საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოება, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.

,,საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმწვავეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შექმნილ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, ეს უკავშირდება ასობით-ათასი დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის, ისევე როგორც ომით გაყოფილი ხალხის ურთულეს ხვედრს, რომელთაც დღემდე უწევთ უკანონო ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საერთაშორისო არენაზე განხორციელებული არაღიარების ძალისხმევის პარალელურად და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციასთან ერთად, რაზეც გუშინ ვრცლად ისაუბრა ჩემმა კოლეგამ ბატონმა დავით ზალკალიანმა, დარჩება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა