საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტი გიორგი მუმლაძე გაათავისუფლა.

მოსამართლემ მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 8 პირი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "საქართველოსთვის" და "სირცხვილიას" აქტივისტებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა