თეა ახვლედიანი - განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის  2021-26  წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული  მიმართულება

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, თეა ახვლედიანის განცხადებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისთვის 2021-2026 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა.

მისივე თქმით, 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულებაა: პირველი - სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად, მეორე- ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მესამე - თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, მეოთხე - სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და მეხუთე - კულტურათაშორისი დიალოგი.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანობის განგრძობად ამაღლებას განიხილავს.

“ამ მიმართულებით ხელისუფლების მიზნები ორიენტირებულია ერთიანი, სტაბილური, სამართლებრივი და მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცებაზე, რომლის თითოეული წევრი თანასწორია, ღირსეულად ცხოვრობს და სარგებლობს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, აქვს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და პირობები, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, ქვეყნის სიძლიერის წყაროდ და ფასეულობად განიხილება. ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა განიხილება სამ განზომილებაში: ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მდგრადი განვითარების მიზნების და საქართველოს ევროპული არჩევანის კონტექსტში. მის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დანერგილი არაერთხელ იყო განხილული საერთაშორისო შეფასებებში, როგორც საუკეთესო და უნიკალური პრაქტიკა. თუმცა, მიღწეულ ხელშესახებ პროგრესთან ერთად არის საკმაოდ ბევრი გამოწვევაც, რომელიც გამოიკვეთა როგორც მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დროს, ისე დამოუკიდებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეფასებებში. ეს იყო მიმართული როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ინფორმირების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის და სხვა მიმართულებით. მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ გამოწვევების დაძლევაზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე და ამ მიზნით მექანიზმების დანერგვაზე და ასევე სამოქალაქო ინტერგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის გავლენის შემცირებასა და აღმოფხვრაზე”, - განცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ინტეგრაცია დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია და მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, სათანადო მოტივაციასა და ძალისხმევას, ასევე პასუხისმგებლობების გაზიარებას.

„დასახული მიზნების მიღწევას მთავრობის ძალისხმევასთან ერთად საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ განზომილებაში ვხედავთ დასახული სტრატეგიული მიზნების განხორციელების ეფექტიანობას”, - აღნიშნა ახვლედიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს