ვახტანგ გომელაური - შეიცვალა პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა,  თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

„სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. შეიცვალა პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა. თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. განახლდა საპატრულო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა და ავტოპარკი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა