ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური კოდექსის მიზანი, მოქალაქის ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა  და  ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაა

სოციალური კოდექსის მიზანი, მოქალაქის ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სოციალური კოდექსი სახელმწიფოსთვის მოქალაქის, როგორც მთავარი ფასეულობის მნიშვნელობას ადასტურებს.

„სოციალური კოდექსით გამყარებულია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემის გაუმჯობესება, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, მოწყობის და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესება და მედიკამენტების ხარისხის ხელმისაწვდომობის ზრდა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს