ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვზრუნავთ დეესკალაციაზე - იმედი გვაქვს, საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა, დაარწმუნებს „ქართულ ოცნებას“, რომ მოიკრიბონ ძალა, გადალახონ სიჯიუტე და იკისრონ პასუხისმგებლობა

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვზრუნავთ დეესკალაციაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ლიეტუვას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც გულწრფელად სურს, რომ საქართველომ გაიაროს ლიეტუვას გზა და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ბატონ ჟიგიმანტას პავილიონისის ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

ჩვენ ოპოზიცია, წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, თუნდაც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების საფუძველზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვასრულებთ მათ დაკვეთას, გვესმის პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვზრუნავთ დეესკალაციაზე. ჩვენ გადავდეთ 25 თებერვლის დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა, დაარწმუნებს „ქართულ ოცნებას“, რომ მათ მოიკრიბონ ძალა, გადალახონ სიჯიუტე და იკისრონ ის პასუხისმგებლობა რომელიც, როგორც მმართველ ძალას აკისრიათ და დაიწყონ მოლაპარაკებები, რომელიც მიგვიყვანს პოლიტიკურ შეთანხმებამდე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა