ვახტანგ გომელაური - მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიების აღსრულება მისი გადაწყვეტილებით გადაიდო.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა“.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ წინასწარ იცოდა.

„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ.

ჩემსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და არც ახლა არის. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა თუ გუნდში იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, ეს პირიქით ჯანმრთელია და სწორია. გუნდში უნდა იყოს კითხვები და განსხვავებული აზრები. მე ვიცოდი განცხადებამდე მისი გადადგომის შესახებ, როგორ წარმოგიდგენიათ შსს მინისტრმა არ იცის განცხადებამდე პრემიერის გადადგომის საკითხი? როგორ შეიძლება როდესაც ადამიანთან მეგობრობ და ურთიერთობა გაქვს არ გითხრას, რომ უნდა გადავდგე? ეს ელემენტარული პატივისცემაა. გუნდი განვიხილავდით ამ საკითხს და გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, პირადად მე გადავწყვიტე, რომ ღონისძიება შემეჩერებინა. მძიმე იქნებოდა შუა ღონისძიების დროს პრემიერის გადადგომა, ეს არ იქნებოდა სწორი, ამიტომ გადავწყვიტე შემეჩერებინა დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით, 18 თებერვალს გადადო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა