ვახტანგ გომელაური - მოვუწოდებდი ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ პარლამენტში და აქ გავმართოთ დებატები,  არა ქუჩაში, ჭიდაობაში და ერთმანეთის ლანძღვაში

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა დისკომფორტს წარმოადგენს.

მისივე შეფასებით, ,,როდესაც ჩვენ გვინდა ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი“.

მან ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა.

"რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დისკომფორტია, თუმცა ბატონმა ალეკო ელისაშვილმა დამისვა მწვავე კითხვა ესებუაზე და პასუხი გავეცი. დისკომფორტი არის პირველ რიგში ქვეყნისთვის და ცუდია. არ მგონია, ჩვენმა გუნდის რომელიმე წევრმა თქვას, რომ ეს კარგია და მოსწონს. როდესაც ჩვენ გვინდა ნატოსკენ წასვლა, ეს თემა არ არის სწორი და კარგი, მოვუწოდებდი ჩვენს ოპოზიციას, შემობრძანდნენ და აქ გავმართოთ დებატები არა ქუჩაში, ჭიდაობაში და ერთმანეთის ლანძღვაში. ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი ენა და ერთმანეთის ლანძღვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა