გივი მიქანაძე - კონსტრუქციული დიალოგისთვის 24 - საათიანი მზაობა გვაქვს

ჩვენ კონსტრუქციული დიალოგისთვის 24 - საათიანი მზაობა გვაქვს - ის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მზაობას გამოთქვამს, გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია მოვილაპარაკოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადებას გამოეხმაურა.

მიქანაძის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი საკითხი მიმოიხილონ და ნახონ, სად შეიძლება იყოს შეხების წერტილები.

"ბოლო 9 წლის განმავლობაში აქციების გამართვა, აზრის თავისუფლად გამოხატვა და სხვა უფლებები არის ფუნდამენტურად დაცული, ამიტომ არც არავის შეუზღუდავს აქციების გამართვა და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. მეორე მომენტია, რამდენად აქვთ რესურსი ჩვენს ოპონენტებს იმისა, რომ დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები განეხორციელებინათ, მაგრამ მთავარი აქ ეს არ არის. მთავარი არის, რომ ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდნენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდიდან არასოდეს წასულა, ყოველთვის ვიყავით მოლაპარაკების ინიციატორი, მომხრე და ვაცხადებდით, რომ ყველა საკითხი უმჯობესია გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, მთავარია რომ ეს იყოს აუცილებლად კონსტრუქციული. 24 - საათიან რეჟიმში ჩვენი მზაობა არის ამ მოლაპარაკების გაგრძელების, ჩვენი სურვილიც არის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აუცილებლად კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს და უნდა იყოს აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და კონკრეტულ საკითხებზე აქცენტირებული, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი,"- განაცხადა მიქანაძემ.

კითხვაზე რამდენად შესაძლებელია მელიას პატიმრობის პირობებში განახლდეს მოლაპარაკებები, მიქანაძე ამბობს, რომ კანონის აღსრულება მნიშვნელოვანია, თუმცა, ოპოზიციის მზადყოფნა აჩვენებს, რომ გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკება შესაძლებელია.

"პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არის, არ იქნებიან. ქვეყანა ვერ შედგება, თუ კანონის აღსრულება არ გვექნება რეალურ სურათად, არავინ უნდა იყოს ამოფარებული პოლიტიკურ დაჯგუფებას, თანამდებობას თუ სხვა რეგალიებს, რომ მისი პასუხისგება არ დადგეს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი მიმოვიხილოთ, ვნახოთ სად შეიძლება იყოს შეხების წერტილები. ის მომენტი, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მზაობას გამოთქვამს, გარკვეულ ნიშნებს აჩვენებს იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია მოვილაპარაკოთ და ვნახოთ, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ,"-განაცხადა მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა