ანრი ოხანაშვილი  ოპოზიციის აქციების გადადებაზე - აღიარეს, რომ სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ, რაც ნიშნავს, რომ სურვილი აქვთ მაგიდას დაუბრუნდნენ - ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციას თუ მართლა აქვს სურვილი, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს გასარკვევია, რადგან ისინი, ერთი მხრივ, რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ.

“მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს დაგვიანებულია. ფაქტია, რომ მათ აღიარეს ისინი სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ მათ სურვილი აქვთ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. თუმცა თუ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ერთი მხრივ, ისინი რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ. ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედო და ყველანაირ კანონის ჩარჩოს გავიდნენ რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ენით ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო