ნინო ბურჯანაძე - იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ხალხის არ ესმის, დასავლეთის სწორ და ადეკვატურ გზავნილებს მაინც გაიგონებს

ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ , როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და როგორც ხელისუფლება დასრულებულია, უბრალოდ ახლა ამის გაფორმება არის მნიშვნელოვანი,-ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 25 თებერვლის აქცია იმიტომ გადაიდო, რომ „ხელისუფლებას არ მიეცეს შესაძლებლობა, რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის პროვოცირება მოახდინოს“.

„ყველა იმ ადამიანის ამოცანა, ვინც ახლა ოპოზიცაიში ვართ, ნამდვილად არის სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის აშენება, ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ვითარება არიოს. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და როგორც ხელისუფლება დასრულებულია, უბრალოდ ახლა ამის გაფორმება არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრიდან იმის მცდელობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ეს ისე მოხდეს, ქვეყანა არ დაზარალდეს. სწორედ ამიტომ მივიღეთ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს 25 თებერვლის აქცია, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას კიდევ შესაძლებობა, რომ რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის პროვოცირება მოახდინოს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მხოლოდ მშვიდობიანი პროცესები განვითარდეს, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფება პოლიტიკური პარტიის დახურულ ოფისში შტურმს აპირებდა და პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა ამას ემხრობოდა, ხელისუფლების უგუნურების გამორიცხვა ძალიან რთულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვექნება. იმედი გვაქვს, რომ დასავლეთიდან მეტი მხარდაჭერა იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ხალხის არ ესმის, დასავლეთის სწორ და ადეკვატურ გზავნილებს მაინც გაიგონებს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს