თეა ახვლედიანი - ჩვენი მიზანია მოსახლეობა არ იყოს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში რეგულარულად დადგეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.

მისი თქმით, მოსახლეობა არ უნდა განიცდიდეს უკანონო ქმედებებს და არ იყოს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი.

"ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და ინსტრუმენტს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის არეალში და დღის წესრიგში რეგულარულად იყოს დაყენებული ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, ამ შემთხვევაში ყურადღებას ზაზა გახელაძის საქმეზე გავამახვილებ, რაც განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, როდესაც მას უკანონოდ მიუსაჯეს პატიმრობა 12,5 წლით. თქვენ ადევნებდით თვალყურს საერთაშორისო გამოხმაურებებს, რომელიც იყო ხმამაღალი, ერთსულოვანი და მოუწოდებდა საოკუპაციო რეჟიმს გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია ამგვარი ფაქტები საერთოდ აღიკვეთოს, ჩვენი მოსახლეობა არ განიცდიდეს ამგვარ უკანონო ქმედებებს და არ იყოს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი",-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს