ანრი ოხანაშვილი - ვერანაირ დაპირისპირებაზე ვერ ვისაუბრებ, გუნდიდან არავინ მიდის

ვერანაირ დაპირისპირებაზე ვერ ვისაუბრებ, გუნდიდან არავინ არ მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო გუნდთან მიმართებაში სიახლე ისაა, რომ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მინისტრობის ახალი კანდიდატები ჰყავთ. რაც შეეხება გეგმასა და ხედვას, “ქართული ოცნება” იმ პრინციპებზე რჩება, რაც აქამდე ჰქონდა.

“დღეს ჩვენ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით მოვისმინეთ, სამთავრობო გუნდის 4 წევრთან დაკავშირებით მათი ხედვები, სამთავრობო პროგრამა და ის გეგმები, რომლებიც მათ გააჩნიათ იმ უწყებებთან მიმართებაში, რომლებსაც ისინი უხელმძღვანელებენ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხდებს. “ქართული ოცნების” გუნდი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდს და სამთავრობო პროგრამას, რადგან ეს გუნდი პროფესიონალია, მათ შესწევთ უნარი გეგმები და ხედვები, რომლებიც გააჩნიათ ცხოვრებაში ეფექტურად გაატარონ. აქედან გამომდინარე, ვერანაირ დაპირისპირებაზე ვერ ვისაუბრებ, გუნდიდან არავინ არ მიდის. გუნდი კონსოლიდირებულია, ჩვენ მხარს დავუჭერთ, პლენარულ სხდომის განხილვის შემდგომ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდს. შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

იცით რომ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის ახალი კანდიდატი გვყავს, ესაა სიახლე სამთავრობო გუნდთან მიმართებაში, რაც შეეხება გეგმასა და ხედვას, რაც “ქართული ოცნების” გუნდს ჰქონდა, რომელიც გაცხადებული იყო ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების, რაც “ქართულ ოცნებას” გააჩნია”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა