ყვარლის მუნიციპალიტეტში მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ა.ე., ყაჩაღობის ბრალდებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 6-⁠დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა და მობილური ტელეფონი. ერთ-ერთი ლომბარდიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ოქროს ბეჭედი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ყვარლის მუნიციპალიტეტში მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა