მიხეილ სარჯველაძე - ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება - ყველა კონსტიტუციური შეთავაზება “ოცნების” მხრიდან შეთავაზებულია

“ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის ყველა კონსტიტუციური შეთავაზება “ქართული ოცნების” მხრიდან დაყენებულია და ახლა ოპოზიციის ჯერია. ამასთან, სარჯველაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით ხელს არ უწყობს, არასწორია.

“არასწორია შეფასება, რომ მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით შეიძლება ხელს არ ვუწყობდეთ. პირიქით, მთავარი გზავნილი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამბობს, ესაა მოლაპარაკების გზით საკითხების გადაჭრა. დღის წესრიგში ეს რჩება მთავარ საშუალებად პოლიტიკური პროცესების წარმართვისა, განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლაც აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამას მკაფიოდ აღიქვამს. ყველა კონსტიტუციური შეთავაზება, რაც შეიძლება ყოფილიყო, პოლარიზაციის განმუხტვისთვის, შეთავაზებულია “ქართული ოცნების” მხრიდან და ჯერი ოპოზიციაზეა”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს დიალოგის თაობაზე, სარჯველაძე ამბობს, რომ ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება, მოლაპარაკება არ არის.

“თუ ვინმეს გონია, რომ მოლაპარაკება ნიშნავს ულტიმატუმის დაყენებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოლაპარაკებას, თუ ულტიმატუმი შესრულდება, ის ამ შემთხვევაში მწარედ ცდება. ეს არ არის მოლაპარაკება. მოლაპარაკება არის პროცესი, როდესაც მხარეები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი იპოვონ სართო ხედვის წერტილი. ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო