გურამ მაჭარაშვილი - საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, არის აბსურდი - ჩვენი მხრიდან ბევრი დათმობა იყო და იქნება, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც ჰქვია ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულება

საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, არის აბსურდი - ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობა იყო და იქნება, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც ჰქვია ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის დადგენის საუკეთესო გზა არის საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" მზად არის მოლაპარაკებისთვის, თუმცა „იმ ფორმატში, რომ მოხდეს 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნების გამოხატვა და საარჩევნო კოდექსზე მუშაობა".

„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები ვინმეს არ უნდა, უნდა დასრულდეს, რადგან ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. თუმცა, როცა მხარე აპრიორი ამბობს, რომ თუ მას რაიმე მოთხოვნას არ შეუსრულებ, მას აღარ ექნება მოლაპარაკების სურვილი, ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რაც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული, მოთხოვნების 99 პროცენტი მინიმუმ მაგიდაზე დავდეთ და ეს თავად თქვა ერთ- ერთმა ოპოზიციონერმა. სხვათაშორის, საკანონმდებლო ინიციტივის სახე მიეცემა იმას, რა შეთანხმებაც გაფორმდა ოპოზიციასთან. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, ეს არის აბსურდი. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ დათმობას მაინც ოპოზიციის მხრიდან, კი ბატონო, ვისაუბროთ, ჩვენი მხრიდან კი ძალიან ბევრი დათმობა ხდება და მოხდება, ოღონდ იმ ჩარჩოებში რასაც ჰქვია ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს