ირაკლი ღარიბაშვილი - სრული მხარდაჭერა გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს

„სრული მხარდაჭერა გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. მინდა ამ ტრიბუნიდან გულწრფელი მადლობა გადავუხადო “- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, „ანტისახელმწიფოებრივი კამპანია“, რომელიც „ნაცმოძრაობის” მხრიდან მომდინარეობს, დაუშვებელია.

„ჩემი სრული მხარდაჭერა გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს, მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, მეგობრებო, პოლიციელი არის გმირი.

ჩვენი პოლიციელები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ მშვიდად გვეძინოს.

ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც მომდინარეობს „ნაცმოძრაობის” მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ! სრული მხარდაჭერა ჩვენს პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის!“- განცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა