ზაალ უდუმაშვილი - ღარიბაშვილის პრემიერობა ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გააკეთოს ის, რაც არ გააკეთა გახარიამ - ხელისუფლება კვლავ განგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას

როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას, - ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში დესტრუქციული ძალების კონსტიტუციულ ჩარჩოებში დაბრუნება იქნება.

უდუმაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს.

„თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს ხელისუფლებას, დროულად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და დროულად უნდა მონახონ გზა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა. რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ქვეყანაში, თავად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კონსტიტუციის და კანონის ფარგლებიდან. ეს კანონი მათთვის არ მოქმედებს და მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მომსწრენი ვართ იმ უკანონობის და უსამართლობის, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში. ასეთ უსამართლობას უნდა დაუპირისპირო აუცილებლად შესაბამისი ძალა და სწორედ დღეს, მთლიანად ოპოზიცია, ახალი ეროვნული მოძრაობა სწორედ თავისუფლების, დემოკრატიის და ჩვენი მომავლის სადარაჯოზეა. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამისთვის და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. რაც შეეხება ვადების დაწესებას, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ დავმსხდარიყავით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამას მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უკვე სანქციებზეც დაიწყო საუბარი იმ შემთხვევაში, თუ ამ უგუნურ გადაწყვეტილებაზე არ აიღებენ ხელს. თუ აღელვებთ ამ ქვეყნის ან თუნდაც, საკუთარი ან ოჯახის მომავალი “ქართული ოცნების” წამომადგენლებს, დროულად მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რომ გადავწყვიტოთ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლიც ქვეყნის წინაშე დგას”, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს ის, რაც გახარიამ არ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნაც ეს იყო, რომ ის, რაც ვერ გააკეთა თუ არ გააკეთა გახარიამ, ახლა ღარიბაშვილმა უნდა შეასრულოს და უნდა დააპატიმროს ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ სურვილი და ბრძანება ერთია და მისი შესრულება - მეორე. ერთი კვირა გავიდა, რაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ასეულობით ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება ჩვენს ოფისში, რათა არ მოხდეს იერიშის მოტანა პარტიის ოფისზე. ასე განვაგრძობთ ყოფნას ამ პერიოდის განმავლობაში და არავის მივცემთ საშუალებას, გადადგას ის უგუნური ნაბიჯი, რასაც ჰქვია ნიკა მელიას დაპატიმრება. ჩვენ ყველანაირი კანონიერი მეთოდით დავიცავთ ჩვენს პარტიას, ჩვენს ოფისს, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს წითელი ხაზი გადის იმაზე, რომ ჩვენ თუ დავნებდით, დანებდება მთლიანად ქვეყანა და ჩვენ დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა