“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. აქციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ და მიტაცებულ არჩევნებს ისევ გააპროტესტებენ.

როგორც ჟურნალისტებთან “მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა ალბერტი მერებაშვილმა განაცხადა, პერმანენტული საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„უპირველეს ყოვლისა, მიტაცებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ, რომლებიც ძალადობითა და ხალხის ნების უგულვებელყოფით მიიტაცეს. ვითხოვთ, ახალ არჩევნებს, სადაც ხალხის რეალური ნება დაფიქსირდება. უნდა იყოს ხელისუფლება, სადაც ხალხის ნება დაცული იქნება. როგორც იცით, უკვე 90 დღეა მშვიდობიან პროტესტს განვაგრძობთ. პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი გვაქვს, პერმანენტულად გავაპროტესტებთ იმ მიტაცებულ არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა”, - განაცხადა მერებაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა