„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „წიგნების თაროს სკოლა“ წარმატებით გრძელდება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „საქართველოს ბანკი” განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, პანდემიის ფონზე შექმნილი საგანმანათლებლო გამოწვევების საპასუხოდ, ბანკის და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კლასგარეშე გაკვეთილების შეთავაზებას განაგრძობს.

„განათლების ხელშეწყობა“ საქართველოს ბანკის” უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით არაფორმალურ განათლებას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. დისტანციურ სწავლებაზე მორგება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა „წიგნების თაროს სკოლა“. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებითი კლასის მოსწავლეების განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი გზები განათლების ხელშეწყობისთვის“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ონლაინ სკოლის საგანმანათლებლო პროცესში პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული. გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებითა და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ, მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება. სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით საჩუქრად კვლავაც გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა