პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა აქცია-პერფორმანსს მართავს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ აქციაზე მიიტანეს მუყაოსგან გაკეთებული სიმბოლური ღუმელი, რომელსაც აწერია „კრემლის ალი". ამასთან, ასევე მიიტანეს მუყაოსგან გაკეთებული „შეშა“, რომელზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა მდინარაძის, გია ვოლსკის, ალეკო ელისაშვილის, სოზარ სუბარის და სხვების სახელები და გვარები. მათ მუყაოს „შეშა“ სიმბოლურად დაწვეს, ხოლო მუყაოს „ღუმელიდან“ ბოლი სპეციალური საშუალებით რუსეთის დროშის ფერებში გაუშვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი პერფორმანსით დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას აპროტესტებენ.

„ეს რუსული „ფეჩი“ დღევანდელ რეალობას ასახავს ჩვენს ქვეყანასში. იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს მოგვაქციოს რუსეთის გავლენის ქვეშ. ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა ოპიზიციის მიმართ მკაცრი კრიტიკით და ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს ამგვარი რიტორიკა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ ლაშა ელიაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა