მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუღებელია ლიეტუველი კოლეგის განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელია, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუველი კოლეგის განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

როგორც მდინარაძემ ფრაქციის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტკივილია და აქედან გამომდინარე, მიუღებელია თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს.

„როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის კონკრეტული წარმომადგენელი ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, რომ ფასილიტატორის როლი შეასრულოს, რაც ვფიქრობ, ცოტა გასაკვირია, იმიტომ, რომ ამ როლს შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს ჩვენი მთარავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის ელჩი, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამასთანავე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და გასაკვირია ჩვენი ლიეტუველი კოლეგის, კონკრეტული ადამიანის განცხადებები და ბოლოს როგორც აღმოჩნდა მის განცხადებებში ასეთი ფრაზაც იყო: „თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმედს კარგავთ“. აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამაზე არ ვართ განწყობილები და არასდროს განვეწყობით ამგვარად. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტკივილია და აბსოლუტურად მიუღებელია თუ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვინმე დაკარგულად მოიხსენიებს. ამას ქართველი, საქართველოს მოსახლეობა და საქართველო არასდროს შეეგუება და აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი ფრაზები ნებისმიერი ადამიანის განცხადებაში, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა კონკრეტული ადამიანებისა და განსაკუთრენით კონკრეტულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიმართ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა