ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატზე - ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია და არაფერს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის

ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ფრაქციის „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ლიეტუველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებები სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია, მან ჟიგიმანტას პავილიონისსა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების კეთება.

„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ამავდროულად, განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის, ასე ვთქვათ, მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის. ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არის არჩეული ჩვენი მოსახლეობის მიერ, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ნდობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. არავის აქვს, შესაბამისად, უფლება, რომ მოგვიწოდონ რაღაც გაუგებარი უსამართლო განცხადებებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, საქართველოში მხარეები უნდა გაერთიანდნენ, სანამ გვიანი არ არის. მისი თქმით, გვიანი იქნება, როდესაც კვლავ გამოჩნდებიან ტანკები ქუჩებში. ლიეტუველი დეპუტატის განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, რადგან საქართველოში პოლიტიკური ძალები თავად ებრძვიან ერთმანეთს. მისი თქმით, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის. ლიეტუველი დეპუტატის განცხადებით, თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება, რადგან ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან. მისივე თქმით, საქართველოს აქვს არჩევანი, ან წავიდეს ლიეტუვის გზით, ან დაემსგავსოს ბელარუსს. „თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა