პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დააკავეს

პარლამენტის შენობის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ლაშა ელიაძე დააკავეს.

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, მიმდინარე აქციის დროს პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერების გაკეთება მოისურვეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა ლაშა ელიაძე დააკავეს.

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიაზე აქცია პერფორმანს მართავს. ისინი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, კერძოდ, ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას.

მათ ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა წარწერის მქონე ბანერები. „კრემლის ალი“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ასე შემდეგ.

აქციის მონაწილე, დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცავებმა "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა