ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ჯგუფების განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მთელი ეს პერიოდი გასულები იყვნენ სამართლებრივი სივრციდან

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას, პარლამენტში შევიდეს, რის შემდეგაც მმართველი გუნდი მოლაპარაკებისთვის მზად იქნება.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიების განცხადებები კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდიდან გასულები იყვნენ.

“ოპოზიციური ჯგუფების განცხადება არის პირდაპირი აღიარება, რომ მთელი ეს პერიოდი გასულები იყვნენ სამართლებრივი სივრციდან და მიზანმიმართულად ეწეოდნენ ერთი მხრივ, მოლაპარაკებების წარმოების დისკრედიტაციას და მეორე მხრივ, პროვოკაციულ ქმედებებს. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და აღიარება, რომ ისინი სამართლებრივი სივრციდან, მოლაპარაკებათა მაგიდიდან გასული იყვნენ. ახლა აქვთ მცდელობა, დაუბრუდნენ მოლაპარაკების მაგიდას, თუმცა ეს რამდენად რეალისტურია და რამდენად მართლაც სურვილის შესაბამისად კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება, ეს მეორე საკითხია, ვინაიდან ერთი მხრივ, საუბრობენ მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილზე და მეორე მხრივ, ვხედავთ პარლამენტის წინ თუ სხვადასხვა ადგილებში მათი აქტივისტების მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებებს და მცდელობას, რომ გამოიწვიონ პოლიციელები და სცადონ, იქნებ ვინმემ რაიმე ფორმით კანონი დაარღვიოს. ეს არ მოხდება! შესაბამისად, ჩვენ ცივი გონებით, ცივილურად მივყვებით ამ პროცესს. ვინც არღვევს კანონს, მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ვისაც სურს მოლაპარაკებები, თუ ისინი იქნებიან დემოკრატიულ პროცესში დარჩენის ერთგული, ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენი პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო, ვეუბნებოდით, ნუ გადიოდნენ მოლაპარაკების სივრციდან. თუმცა, მათი ეს მცდელობა არის აღიარება, რომ ისინი გასული იყვნენ ამ სივრციდან. რამდენად რეალისტურია, ჩვენ ეს უნდა ვნახოთ კონკრეტულ ქმედებებში“, - განაცხდა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას და აითვისოს ის მანდატები, რაც აქვს.

„მათმა ლიდერებმა, ვინც მიზანმიმართულად, პროვოკაციულად პირდაპირ ეთერში დაარღვიეს კანონი, პასუხი უნდა აგონ. ვისაც სურს კანონის დაცვა, შემოვიდეს და მიიღოს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა. ამის შემდეგ მზად ვართ, ყველანაირი მოლაპარაკებისთვის”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება იქნება, ოხანაშვილის თქმით, “100 დღე თქვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით მეტ განაცხადს გააკეთებს”.

“რაც შეეხება იმას, რომ ყველა კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვმოქმედებდეთ, ეს ვისთვისაა მუქარა. როგორ შეიძლება მუქარად აღიქვა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად გვევალება მოქმედება. როგორც ჩანს, ეს ხალხი ვერბალურად ამბობს, რომ მოლაპარაკების სურვილი აქვს, მეორე მხრივ, არ სურთ, რომ უარი თქვან მიზნებზე და ამოცანებზე, რაც სურთ რეალურად რომ განახორციელონ - ესკალაცია ექსტრემიზმი, რადიკალიაზაცია”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო