ირაკლი ღარიბაშვილი - უგუნური, ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ოკუპაცია მივიღეთ! ასზე მეტ სოფელს მოღალატე სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა

რომელ ქვეყანაში, რომელ პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს ხელისუფლებაში დარჩენის თუ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი, როცა ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვა ვერ აარიდა თავიდან, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

“ჩვენი სამხედროები მეუბნებოდნენ, რომ 2008 წლამდე სამხედრო ოფიცრები ცხინვალში თავისუფლად გადააგილდებოდნენ. თავისუფალი მიმოსვლა იყო და ამ ადამიანებმა ყველა პერსპექტივა მოგვისპეს, გაანადგურეს. უგუნური, ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ოკუპაცია მივიღეთ! საკითხი ჩიხში შეიყვანეს. იგივეა აფხაზეთან მიმართებაში - კოდორი... ასზე მეტ სოფელს მოღალატე სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა. ასეთ ძალაზე გვაქვს საუბარი! როდესაც მომიწოდებენ, რომ ვიყო კონსტრუქციული, როგორ შეიძლება კონსტრუქციული ასეთ ადამიანებთან ვიყო?! არ გვაქვს ილუზია, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავმოყვარეობა და სინდისი აწუხებთ. საქართველოს მოსახლეობისათვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ ყველა იმ უბედურებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს. არც ახლა ჩერდებიან და ახლაც ძალადობენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, “2019 წელს პარლამენტზე დაგეგმილი შტურმი სახელმწიფოს ჩამოქცევის მცდელობა იყო, მტკიცედ რომ არ დამდგარიყო მმართველი გუნდი, უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია“.

“ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ არის უდანაშაულო. პოლიტიკური პარტია დამნაშავეთა თავშესაფარი ვერ იქნება და ვერ შეიქმნიან ალიბს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო