ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და ამ ვითარებაში „ნაცმოძრაობასთან" მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს, რომ რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი, რომელიც რამდენიმე საათში დიდი ალბათობით პრემიერ - მინისტრად დამტკიცდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათში დააკავონ, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენ საათში შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა, მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი განაგრძობს სიძულვილის ენით საუბარს, რაც ამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ელისაშვილი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც მოუთითებს.

„ჩვენ მხოლოდ ორი ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი არ დავუჭრთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში ღარიბაშვილის გამო. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის იგლიჯება, „ქართულ ოცნებას" უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეძლებდა გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს. ღარიბაშვილი 180 გრადუსით ამის საპირისპიროა, ის არის ძალიან კონფრონტაციული, რადიკალური. მიაჩნია, რომ მთავარი არის გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია, ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს ვითარებას. პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და ამ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო, წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკით და ქმედებებით განვითარდეს მოვლენები. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ყველას დანაშაულია, რომ მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა,"- აღნიშნავს ელისაშვილი.

მან ასევე ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ შედგა „მოქალაქეების" შეხვედრა ცალკე პრემიერ- მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფორმატით.

„ცალკე არ შევხვდით, რადგან სხდომათა დარბაზში გვექნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა, ხოლო მინისტრობის დანარჩენ კანდიდატებს რაც შეეხება, გუშინ ვესწრებოდი ორი კომიტეტის სხდომას, სადაც მინისტრობის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი და შთაბეჭდილება როგორც პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე, ასევე ზოგადად მთავრობის შემადგენლობაზე გვაქვს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი ცალკე შეხვედრა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო