„ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გზის სავალ ნაწილზე „რუსეთი ოკუპანტია", „სისტემა ყარს" დაწერეს და განაცხადეს, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიაზე აქცია - პერფორმანსს მართავს. ისინი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, კერძოდ, ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას.
მათ ადგილზე ასევე მიიტანეს სხვადასხვა წარწერის მქონე ბანერები: „კრემლის ალი“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ასე შემდეგ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.