შალვა პაპუაშვილი ჟიგიმანტას პავილიონისზე - ლიეტუველი დეპუტატი პარლამენტში შეხვედრებისას სულ სხვანაირ ტონალობაში საუბრობდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ძალაუფლება სურს, თუმცა არა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით, არამედ პრინციპით - „თქვენ წადით, ჩვენ უნდა მოვიდეთ”.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა, ოპოზიცია დესტრუქციას იჩენს.

„ჩვენი კონსტრუქციულობა მოწმდება ძალიან ადვილად. ჩვენ ვმუშაობ და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც მათ შორის, მოლაპარაკების საკითხი იყო. ისინი კი ნაცვლად იმისა, რომ ასეთ ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა, მხოლოდ დესტრუქციას იჩენენ. დესტრუქციას იმ კუთხით, რომ მათ იგივე პირობა დააყენეს - თქვენ წადით, ჩვენ უნდა მოვიდეთ. მათ ძალაუფლება სურთ. ოღონდ ძალაუფლება არა ხალხის მანდატის გზით, არამედ ძალაუფლება დათმობით, პრინციპით- თქვენ წადით და ჩვენ უნდა მოვიდეთ. ასე, რა თქმა უნდა, დემოკრატია არ ფუნქციონირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს, პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში შეხვედრებისას “სულ სხვანაირ ტონალობაში საუბრობდა”.

„ლიეტუველი კოლეგის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება იმ სტრატეგიულ-მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მისი ეს განცხადებები პირდი მოსაზრებები იყო”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს