ირაკლი ღარიბაშვილი - საჭიროა არსებული უამრავი პრობლემის მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე - საერთოდ, რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან?!

საჭიროა არსებული უამრავი პრობლემის მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე - საერთოდ, რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას „რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან“ საუბრის და დიალოგის არანაირი განწყობა არა აქვს. მისივე თქმით, მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის, მაგრამ იმ დათქმით, რომ ისინი „კრიმინალურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას გაემიჯნებიან“.

„ამ დღეების განმავლობაში ჩემი მისამართით არანახულ ცილისწამებათა კასკადს, ნიაღვარს ვისმენ. არნახული სიბინძურე, რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს... რაც მათ აქვთ გაკეთებული, ღალატი, უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ! როგორ შეიძლება ადამიანს ყოველგვარი ფაქტების გარეშე დააბრალო, რომ თურმე მე რუსებს ექვსი სპეცრაზმელი მოვაკვლევინე. გამოდის თავად მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერისა და ჯარის სირცხვილი, კარგად რომ ვიხილეთ 2008 წელს მიწაზე გართხმული - და ეს ადამიანი კიდევ ჩვენ გველაპარაკება, ვინც დაარბია, გააუბედურა და აწამა ხალხი! რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი - ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?! ჩვენი ქვეყნის განვითარება მათთან ერთად წარმოგიდგენიათ?! ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი იყო ის სამარცხვინო პირი, მთავარსარდალი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორში იმყოფებოდა და კაცი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე გაერთხა, გაიქცა, სტუმარი მიატოვა. ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის და თავისი გუნდის წევრებზე ძალადობს - ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ფულით იჭერს და ასე შემდეგ. ეს ქაოსი ძალიან მალე დასრულდება - ასე არ შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქციის წევრებთან შეხვედრისას.

ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვები და გეგმები გააცნო.

მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს