ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე - ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს?

ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს?- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე არის სააკაშვილის მიერ ღალატისა და სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების თვალსაჩინო მაგალითი. ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არის საქართველოს ძალიან ახლო მეგობარი და პრემიერ-მინისტრობის რანგში მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ ბაქოში განხორციელდება. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორი მეგობარი ქვეყანა ამ საკითხიდან გამოსავლის მოძებნას შეძლებს.

„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, ალბათ, აზერბაიჯანში შედგება იმის მიხედვით, როგორც კოვიდვითარება მოგვცემს საშუალებას. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მე მჯერა, რომ ილჰამ ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწვერილებას, ჩვენც მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას. ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება. სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი, რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის თუ არ ჰქვია ღალატი?! რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ასე არ შეიძლება გაგრძელება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ეს პროცესი იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა