„არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში" - ამ სლოგანით სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს

„არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში"- ამ სლოგანით სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავს. მათი განცხადებით, ისინი აპროტესტებენ „ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ქვეყნის რუსულ გზაზე სვლას".

„ჩვენ არასდროს არ უნდა დავბრუნდეთ საბჭოთა კავშირში. ეს არის „ქართული ოცნების" პოლიტიკის გამოძახილი, რომელიც მიზანმართულად გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში. ის ფაქტი, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტი ამტკიცებს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებს" არ უნდა საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და პირდაპირ ასრულებენ რუსეთის მითითებებს. ჩვენი მთავარი მიზანია შევახსენოთ „ქართულ ოცნებას", რომ არ დავუშვებთ საქართველოს დაბრუნებას საბჭოთა კავშირში, ვიდრე ცოცხლები ვართ", - განაცხადა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრებიც მართავენ აქცია-პერფორმანსს. მათ ადგილზე მიიტანეს ნიახური და განაცხადეს, რომ „როგორც ნიახური, ისე ირაკლი ღარიბაშვილიც მეორედ მოვიდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა