ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ერთი სული აქვს, როდის აიღებს შტურმით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს

“სამწუხარო რეალობაა, რომ ახლა ერთპარტიულ პარლამენტში "შიზოფრენიკ" პრემიერ-მინისტრს ამტკიცებენ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ერთი სული აქვს, როდის აიღებს შტურმით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.

“ნაცვლად იმისა, რომ ეს კაცი ქვეყნის მომავალზე, სტაბილურობაზე და პოლიტიკური კრიზისის დასრულებაზე ფიქრობდეს, ერთი სული აქვს, შტურმით აიღოს აქაურობა და იქადნება ახლა იქიდან, გეგონება აქ ტერორისტები იყვნენ და უნდა შემოვარდეს და დააკავოს ნიკა მელია. ამ ადამიანს ავიწყდება, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და თუ მართლა კრიმინალთან ბრძოლა უნდა, ესებუა დააკავოს ტყე-ღრე რომ დასდევენ და ამდენი ხნის განმავლობაში, ამ ადამიანის კვალს ვერ მიაკვლიეს. ძალიან არაადეკვატურია და არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც რეალურად ქვეყანაში გვაქვს, შესაბამისად, ან გონს მოეგებიან ეს ადამიანები, ან ძალიან ცუდად დაამთავრებენ და სამწუხაროდ, ეს ჩვენს მოსახლეობაზეც აისახება. ღარიბაშვილი ამბობს, ნიკა მელია კრიმინალია, იმიტომ, რომ აქციაზე იდგა და გავრილოვს აპროტესტებდაო, ათიათასობით ჩვენი მოქალაქე აპროტესტებდა გავრილივს და ასიათასობით ჩვენი მოქალაქე ტელევიზორიდან იყო სოლიდარული 20 ივნისის აქციის. წარმოუდგენელი სიგიჟეა, ოპოზიციონერ ლიდერს აქციაზე დგომას ედავებიდნენ. ამას ხვდება ყველა, გარდა "ქართული ოცნებისა",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე განცხადებით, ახლა ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი და არა შტურმი ოპოზიციურ პარტიაზე.

“კაცს, რომელსაც ჭკუა თავად არ აქვს, ვის უნდა ასწავლოს, არ ვიცი. როცა ვინმეს კრიმინალობაზე საუბრობს, თავად დასდევდა განსხვავებულ აზრს და ოპოზიციას არბევდა, ამით დაგვამახსოვრა თავი პრემიერობის დროს. როცა საუბრობს კრინიმინალზე, თავისი მეუღლის ნათესავები მოიკითხოს. ცოლის ნათესავი ნათესავი არ არისო, რომ ამბობდა. ვინმეს კრიმინალზე რომ საუბრობს, თავისი კრნიმინალი ნათესავები მოიკითხოს, თავისი ქურდი თავი მოიკითხოს კორუფციაში რომ იყო ჩაფლული და ამის გამო დააპანღურა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ აღსარებას გვაბარებდა, კი მოვიპარე, მაგრამ ჩემმა ნათესავებმა ჩემს ჩუმად მოიპარესო. ამ კომიკურ ფიგურას, ცვილის ფიგურასავით რომ დგას პარლამენნტში და კუნთებს ათამაშებს, თუ ვინმე ნორმალურად აღიქვამს, ვწუხვარ.

ძალიან სამწუხარო “შიზოფრენიკები” დარჩნენ ხელისუფლებაში დღეს და არანაირი მუხრუჭი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, იქნებ ეცადოთ და გაგებინოთ ამ ხალხს, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება კონსენსუსი, პოლიტიკური დიალოგი და კუნთების თამაში და შტურმი ოპოზიციურ პარტიაზე”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ერთი სული აქვს, როდის აიღებს შტურმით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა