მიხეილ სააკაშვილი - საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება

„საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!“ - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორდენი თავის დროზე მისი ინიციატივით დაწესდა.

„ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული.

ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში

და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.

საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!

დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.

ესე იგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?

სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების "ორდენი"!

ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის - ღარიბაშვილს თუ კობახიძეს“, - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სააკაშვილი - საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა