"ახალგაზრდობის სააგენტომ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა

"ახალგაზრდობის სააგენტომ" გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“„ახალგაზრდობის სააგენტოდან” აცნობეს.

"ახალგაზრდობის სააგენტოს" ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, სააგენტოს მოწვეულ ექსპერტთან ერთად, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერსა და ახალგაზრდული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ის მთავარი საკითხები და მიღწეული შედეგები განიხილეს, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს თვეებში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

"შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნა იყო, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს. სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისთვის, ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური რესურსი და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა