საბა ბუაძე - ის აგრესიული ხაზი, რის გატარებასაც „ქართული ოცნება" და ირაკლი ღარიბაშვილი აპირებენ, საგანგაშოა

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, აგრესიული ხაზი, რის გატარებასაც „ქართული ოცნება" და ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს, საგანგაშოა. ამის შესახებ ბუაძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ აქციას შეუერთდა, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს განგაში იმასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი მთლიანად პოლიტიკურ პროცესს რას უპირებს.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად მოსვლა რას ნიშნავს, ეს მან თავად დაადასტურა. ის აგრესიული ხაზი, რის გატარებასაც „ქართული ოცნება" და ირაკლი ღარიბაშვილი აპირებენ, საგანგაშოა! აქ დღეს აქტივისტები აქციას მართავენ, შემოვუერთდი მეც, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, განგაში იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს ღარიბაშვილი მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. შეთანხმებას, მოლაპარაკებასა და კონსენსუს ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არ უნდა წაიყვანოს ქვეყანა იმ გზით, საიდანაც 30 წელია ამოყვანას ვცდილობთ", -განაცხადა ბუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო