მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას არ ჰქონდა პერსპექტივა, რომ დაეორგანიზებინათ ისეთი აქცია, მათ რომ სურდათ და ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ყიდიან

„ქართული ოცნება“ არსად წასულა არასდროს მოლაპარაკებათა მაგიდიდან, იქ ვართ ყველანი განწყობითაც და პასუხისმგებლობითაც,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ გაასაღებენ კომპრომისად იმას, რაც ხელში არასდროს სჭერიათ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ შეეძლო ისეთი მასშტაბული აქციის დაორგანიზება 25 თებერვლისთვის, აქედან გამომდინარე ეს გადადო, თუმცა გადაწყვეტილება იმის გამო არ მიუღია, რომ კომპრომისზე წასულიყო.

ამასთანავე მდინარაძემ აღნიშნა, რომ როგორც კი ულტიმატუმის ენა შემოდის მოლაპარაკების მაგიდაზე, მოლაპარაკებას პერსპექტივა ეკარგება.

„ულტიმატუმის დაყენება ნიშნავს, რომ მათი მიზანი არ არის შედეგის მიღწევა. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ყველა საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხები გავეცით და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და ბოლოს ისიც კი ვუთხარით, კი ბატონო, რიგგარეშე არჩევნებზე მოვდივართ თუ 1%-იან გადახრას ნახავთ-თქო და ესეც არ უნდათ. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არსად წასულა არასდროს მოლაპარაკებათა მაგიდიდან, იქ ვართ ყველანი განწყობითაც და პასუხისმგებლობითაც, შესაბამისად, ახლა არის რეალურად ჯერი ოპოზიციაზე. კომპრომისად იმას კი ნუ გაყიდიან, რაც არ ჰქონიათ რეალურად ხელში, მათ არ ჰქონდათ პერსპექტივა, რომ დაეორგანიზებინათ მათ რომ სურდათ, ისეთი აქცია და შესაბამისად, ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ყიდიან,“- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო