რომან გოცირიძე - განცხადებები, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა, ვითარების ესკალაციას ემსახურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ქვეყანაში არსებული ვითარების ესკალაციას ემსახურება.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

„ის განცხადებები, რომელიც გააკეთა ღარიბაშვილმა, მათ შორის ის, რომ აუცილებლად დააკავებენ ნიკა მელიას, ემსახურება ვითარების ესკალაციას. ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს „ქართულ ოცნებას“. სამწუხარო იქნება, რომ ამ განცხადებების და ხელისუფლების ქმედებების მთლიანად ჩამოიშალება ქვეყნის ეკონომიკა და ამ ნანგრევებში მოჰყვება ივანიშვილი და მისი მთავრობა. ამიტომ ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების მსგავსმა განცხადებებმა მოახდინოს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე გავლენა. თითოეული მსგავსი განცხადება ნიშნავს დაშინებულ ინვესტორს. ეს განცხადებები ნიშნავს ასობით მილიონის დაკარგავს და ქვეყნის გაღატაკებას. რაც შეეხება მის განაცხადებას, რომ ისინი აპირებენ 10-წლიან პროგრამას, 10- თვიანი პროგრამა ვერ შეუდგენიათ და ნებისმიერი მათი განცხადება, რომელიც კეთდება პროგრამის სახით ერთი თვის შემდეგ სანაგვეში იქნება გადასაგდები. გავიხსენოთ 2020 პროგრამა, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა უცხოელების დახმარებით და კარგი პროგრამა იყო, თუმცა პროგრამა 2020-დან 99,9 % არ შესრულებულა. რისი 10-წლიანი პროგრამა და რისი 100- დღიანი ოპოზიციის მოთვინიერება? 100 დღე კონსტისტუციური წესრიგის აღსადგენად, 100 დღე ოპოზიციის მოსათოკად, ეს არის აგრესიული გამონათქვამები , რომელიც მძიმედ დაუჯდება „ოცნებას“ და მის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოყვება თავიანთი აგრესიული პოლიტიკურ ნამსხვრევებში. ამიტომ ჯობს, შეცვალონ რიტორიკა და დაიწყონ მოლაპარაკება ოპოზიციასთან“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო