ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის, ჩვენ - შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა

ჩვენ არ ვართ უშეცდომოები, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის, ჩვენ. შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შეცდომები.

„რაც მთავარია, ეს შეცდომა არ უნდა იყოს მოქალაქეებისთვის სერიოზული პრობლემების შემქმნელი. რატომ ვსაუბრობ ამდენს სტაბილურობაზე, კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის თუ კვირის წინ ამ დესტრუქციულმა ძალამ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა, ტესტი მოუწყო. ასე ვთქვათ, ტესტი, რომელიც სამართლამდამცავ სისტემას წარუდგინა არის გათვლილი იმაზე, რომ მოხდეს ჩვენი პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია. მოხდეს ჩვენი გმირი საამაყო პოლიციელების დემორალიზება. რაც საბოლოო ჯამში, მთავრობის სრულ დისკრედიტირებას და რეალურად არეულობასა და არასტაბილურობას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებდით, არც ახლა და არც მომავალში არ დავუშვებთ. ყველა ასეთ გამოწვევას საკადრის, მტკიცე პასუხს გავცემთ. კარგად გვესმის, რომ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, ამ 30 წლის განმავლობაში, არაერთი პრობლემა და გამოწვევა გამოვცადეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო