გლდანის რაიონში ნიკო კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას წლების განმავლობაში ექმნებოდა პრობლემები, მთლიანად შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კეცხოველისა და ზოგიერთ სხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობა, უხვი ნალექის დროს, გლდანის ცენტრალურ ქუჩებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.

„ალბათ გახსოვთ, როდესაც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დავასრულეთ, უხვი ნალექის დროს, წყალი მთლიანად მოედინებოდა გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე და ეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილზე შემსვლელ არცერთ ქუჩას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, ეს ნალექი კი, პირდაპირ ჩაედინებოდა ვეკუასა და ხიზანიშვილზე. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ბოჭორიშვილის ქუჩა, ახლა კეცხოველის ქუჩა სრულდება. კიდევ არის რამდენიმე ქუჩა დარჩენილი, რომლსაც სჭირდება მოწესრიგება თავისი სანიაღვრე სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო