თეა ახვლედიანი - არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გმირობის და თავდადების ერთ-ერთი მაგალითია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. თეა ახვლედიანი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

თეა ახვლედიანთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელმაც ვაჟკაცურად შესწირა სიცოცხლე თავისი სამშობლოს ღირსების დაცვას. არჩილ ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გმირობის და თავდადების ერთ-ერთი მაგალითია. მისი წამება და სასტიკი მკვლელობა არის საოკუპაციო რეჟიმის განსახიერება და მთელი მსოფლიოსთვის ცხადყოფს, თუ რამდენად დესტრუქციული ძალის და ბოროტების წინაშე პირისპირ ვიმყოფებით.

ეს არ არის მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ დგას ჩვენს გვერდით, საქართველოს ხელისუფლების მიზნის მიღწევის გზაზე, რათა აღდგეს ნდობა ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას და აღარ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თანავუგრძნობ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა