ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ოზურგეთში მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა

ახალგაზრდობის სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს. აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

„მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად, ადგილზე სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც საჯარო განხილვების ეტაპს გადის და უახლოეს პერიოდში საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა