საქართველოს და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მეხუთე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

დღეს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, მინისტრის მოადგილეების დონეზე, საქართველოს და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეხუთე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, ეგვიპტის მხარეს კი მინისტრის მოადგილე ბადრ აბდელ ატი.

უწყების ცნობით, კონსულტაციებზე მხარეებმა საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული, განათლების, ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

,,მხარეებმა მიმოიხილეს კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესები, საუბარი შეეხო აღნიშნულ რეგიონებსა და მსოფლიოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებს და მათ გავლენას უსაფრთხოების გარემოზე. ეგვიპტის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ. ეგვიპტის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს